დღე დავიწყე ენერგიულად. განვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპებზე შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი.შევიტანე მასში კორექტივა ტრენერის მითითებების საფუძველზე. თითოეული მონაწილის ნამუშევრების საჯარო განხილვაც მოხდა, რომელსაც მე ყურადღებით ვადევნე თვალი. ვისწავლეთ ტექნიკურად ინტერნეტრესურსების ჩასმა ჩვენს გეგმებში. გადავხედეთ უკვე შექმნილ ბუკლეტებს, პრეზენრაციის შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს და ა. შ. საშინაო დავალებად გვაქვს ინტერნეტრესურსების მომზადება და ჩვენს გეგმებზე კიდევ ერთხელ გადახედვა.
No comments:
Post a Comment