Tuesday, July 18, 2017

რეფლექსია მე-9 დღე

 ტრენინგის მე-9 დღის რეფლექსიას ვაქვეყნებ ცოტა მოგვიანებით, რაღაც მიზეზების გამო ვერ შევძელი დროულად მისი გამოქვეყნება.
  ახლა რაც შეეხება ჩვენს სრულ კურსს ,, პროექტებით სწავლება " ეს იყო ყველაზე საინტერესო, შრომატევადი და ყოველთვის გამოსაყენებელი ინფორმაციის შემცველი ტრენინგი. მე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ხშირად გამოვიყენებ იმ ელექტრონულ წიგნს, რომელიც იყო ჩვენი სახელმძღვანელო რესურსი მთელი ტრენინგის მანძილზე, ვეცდები პრაქტიკაშიც განვახორციელო ჩემი პროექტი, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა.
 აქვე მინდა აღვნიშნო ,რომ ჩვენი სამუშაო ჯგუფის პერსონალი იყო კარგად მობილიზებული, აქტიური და კომუნიკაბელური. ტრენერი უაღრესად კომპეტენტური და ტრენერობის ყველა საჭირო  უნარ-ჩვევებით  შემკული.
  ჩემი დამოკიდებულება ტრენინგის მიმართ დადებითია. მიუხედავად იმისა,რომ ზაფხულის სიცხეების გამო ხანდახან მიჭირდა ხოლმე მუშაობა.
 სამომავლოდ ვითანამშრომლებ როგორც ტრენერთან, ასევე ჯგუფის წევრებთან თუ ამის საჭიროება იქნება.    მადლობა ასეთი ინფორმაციული ტრენინგის განხორციელებისათვის მის ავტორებს და თითოეულ პერსონალს.

Monday, July 17, 2017

რეფლექსია მე-8 დღე

  ტრენერთან ერთად გადავხედეთ  გეგმის თითქმის საბოლოო ვარიანტს და შევიტანეთ შესწორებები. განვიხილეთ სხვსდასხვა ტექნიკური ნიუანსები, როგორიცაა მაგ: გავიგეთ, რომ google - ის გარდა არსებობს www outlook.com სადაც შეგვიძლია მსგავსი ოპერაციების შესრულება, როგორც google-ში. ვიმუშავეთ და შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია და ავტვირთეთ დისკზე. აქვე ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მივამაგროთ სხვადასხვა ფაილები პრეზენტაციაში. დღეს ბევრნაირი ოპერაციების გაკეთება ვისწავლეთ . ვეცდები არ  დავივიწყო და გამოვიყენო  სასკოლო ცხოვრებაში  ეს მასალები ხშირად. ბოლოს კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს გეგმას.

Tuesday, July 11, 2017

რეფლექსია მე-7 დღე


 დასაწყისში სასწავლო გეგმაში ჩასასმელად შევქმენი ბუკლეტისა და პრეზენტაციის ჩეკლისტი.აგრეთვე GOOGLE FORMS- ში მოვამზადე ინტერვიუს ფორმა და შესაბამისად ავტვირთე პროექტის დამხმარე რესურსებში.შევავსე წინარე ცოდნის გრაფა და ტრენერმა მითითებები მოგვცა სასწავლო პროცედურების შევსებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ სპეც. საჭიროებების, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მიოსწავლეების სწავლების საკითხებზეც. ბოლო ეტაპზე ტექნიკური საკითხი, კერძოდ BLOGGER-ზე პორტფოლიოს ატვირთვა ვისწავლეთ და თვალი გადავავლეთ ჩვენს გეგმებს.

პროექტის პორტფოლიო

Monday, July 10, 2017

რეფლექსია მე-6 დღე

დღე დავიწყე ენერგიულად. განვიხილეთ  პროექტის მსვლელობის ეტაპებზე შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი.შევიტანე მასში  კორექტივა ტრენერის მითითებების საფუძველზე. თითოეული მონაწილის  ნამუშევრების საჯარო განხილვაც მოხდა, რომელსაც მე ყურადღებით ვადევნე თვალი.  ვისწავლეთ ტექნიკურად ინტერნეტრესურსების ჩასმა ჩვენს გეგმებში. გადავხედეთ უკვე შექმნილ ბუკლეტებს, პრეზენრაციის შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს და ა. შ. საშინაო დავალებად გვაქვს ინტერნეტრესურსების მომზადება და ჩვენს გეგმებზე კიდევ ერთხელ გადახედვა.

Tuesday, July 4, 2017

რეფლექსია მე-5 დღე

  დღევანდელი დღე დავიწყეთ ისეთი ინტერნეტ რესურსით, რომელიც არსებობს google-ში, კერძოდ web store -დან შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი მისამართი საჭირო რესურსის და გადმოვწეროთ. ვისწავლეთ აგრეთვე ქართული საიტების  მისამართები, რომლებსაც რესურსის სახით გამოვიყენებთ საჭირო დროს. ბოლოს განვიხილეთ დეტალურად შეფასების რუბრიკები და გავიხსენეთ მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც გამოგვადგება ჩვენი პროექტისათვის. დამღლელი დღე იყოო.

Monday, July 3, 2017

რეფლექსია მე-4 დღე

 მეოთხე დღის ტრენინგი დავიწყეთ მიზნებისა და სწავლის შედეგების  განხილვით. დეტალურად განვიხიოლეთ თითოეული მონაწილის  ნამუშევრები და მივიღეთ ტრენერის რეკომენდაციები აღნიშნულთანნ დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე ვიმოშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე და განვასხვავეთ ერთმანეთისაგან  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ბოლოს ტექნიკური  საკითხები განვიხილეთ. კერძოდ რა რესურსების გამოყენება შეგვიძლია პროექტის ფარგლებში.ასეთებია: ძირითადად ინტერნეტ რესურსები, ელ-ფოსტა, დისკი , ბლოგი და ა.შ. ვისწავლეტ ვიდეოების ატვირთვა you tube-ზე და გაზიარების სხვადასხვანაირი მეთოდი. დღე იყო შრომატევადი.