Tuesday, July 18, 2017

რეფლექსია მე-9 დღე

 ტრენინგის მე-9 დღის რეფლექსიას ვაქვეყნებ ცოტა მოგვიანებით, რაღაც მიზეზების გამო ვერ შევძელი დროულად მისი გამოქვეყნება.
  ახლა რაც შეეხება ჩვენს სრულ კურსს ,, პროექტებით სწავლება " ეს იყო ყველაზე საინტერესო, შრომატევადი და ყოველთვის გამოსაყენებელი ინფორმაციის შემცველი ტრენინგი. მე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ხშირად გამოვიყენებ იმ ელექტრონულ წიგნს, რომელიც იყო ჩვენი სახელმძღვანელო რესურსი მთელი ტრენინგის მანძილზე, ვეცდები პრაქტიკაშიც განვახორციელო ჩემი პროექტი, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა.
 აქვე მინდა აღვნიშნო ,რომ ჩვენი სამუშაო ჯგუფის პერსონალი იყო კარგად მობილიზებული, აქტიური და კომუნიკაბელური. ტრენერი უაღრესად კომპეტენტური და ტრენერობის ყველა საჭირო  უნარ-ჩვევებით  შემკული.
  ჩემი დამოკიდებულება ტრენინგის მიმართ დადებითია. მიუხედავად იმისა,რომ ზაფხულის სიცხეების გამო ხანდახან მიჭირდა ხოლმე მუშაობა.
 სამომავლოდ ვითანამშრომლებ როგორც ტრენერთან, ასევე ჯგუფის წევრებთან თუ ამის საჭიროება იქნება.    მადლობა ასეთი ინფორმაციული ტრენინგის განხორციელებისათვის მის ავტორებს და თითოეულ პერსონალს.

Monday, July 17, 2017

რეფლექსია მე-8 დღე

  ტრენერთან ერთად გადავხედეთ  გეგმის თითქმის საბოლოო ვარიანტს და შევიტანეთ შესწორებები. განვიხილეთ სხვსდასხვა ტექნიკური ნიუანსები, როგორიცაა მაგ: გავიგეთ, რომ google - ის გარდა არსებობს www outlook.com სადაც შეგვიძლია მსგავსი ოპერაციების შესრულება, როგორც google-ში. ვიმუშავეთ და შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია და ავტვირთეთ დისკზე. აქვე ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მივამაგროთ სხვადასხვა ფაილები პრეზენტაციაში. დღეს ბევრნაირი ოპერაციების გაკეთება ვისწავლეთ . ვეცდები არ  დავივიწყო და გამოვიყენო  სასკოლო ცხოვრებაში  ეს მასალები ხშირად. ბოლოს კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს გეგმას.

Tuesday, July 11, 2017

რეფლექსია მე-7 დღე


 დასაწყისში სასწავლო გეგმაში ჩასასმელად შევქმენი ბუკლეტისა და პრეზენტაციის ჩეკლისტი.აგრეთვე GOOGLE FORMS- ში მოვამზადე ინტერვიუს ფორმა და შესაბამისად ავტვირთე პროექტის დამხმარე რესურსებში.შევავსე წინარე ცოდნის გრაფა და ტრენერმა მითითებები მოგვცა სასწავლო პროცედურების შევსებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ სპეც. საჭიროებების, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მიოსწავლეების სწავლების საკითხებზეც. ბოლო ეტაპზე ტექნიკური საკითხი, კერძოდ BLOGGER-ზე პორტფოლიოს ატვირთვა ვისწავლეთ და თვალი გადავავლეთ ჩვენს გეგმებს.

პროექტის პორტფოლიო

Monday, July 10, 2017

რეფლექსია მე-6 დღე

დღე დავიწყე ენერგიულად. განვიხილეთ  პროექტის მსვლელობის ეტაპებზე შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი.შევიტანე მასში  კორექტივა ტრენერის მითითებების საფუძველზე. თითოეული მონაწილის  ნამუშევრების საჯარო განხილვაც მოხდა, რომელსაც მე ყურადღებით ვადევნე თვალი.  ვისწავლეთ ტექნიკურად ინტერნეტრესურსების ჩასმა ჩვენს გეგმებში. გადავხედეთ უკვე შექმნილ ბუკლეტებს, პრეზენრაციის შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს და ა. შ. საშინაო დავალებად გვაქვს ინტერნეტრესურსების მომზადება და ჩვენს გეგმებზე კიდევ ერთხელ გადახედვა.

Tuesday, July 4, 2017

რეფლექსია მე-5 დღე

  დღევანდელი დღე დავიწყეთ ისეთი ინტერნეტ რესურსით, რომელიც არსებობს google-ში, კერძოდ web store -დან შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი მისამართი საჭირო რესურსის და გადმოვწეროთ. ვისწავლეთ აგრეთვე ქართული საიტების  მისამართები, რომლებსაც რესურსის სახით გამოვიყენებთ საჭირო დროს. ბოლოს განვიხილეთ დეტალურად შეფასების რუბრიკები და გავიხსენეთ მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც გამოგვადგება ჩვენი პროექტისათვის. დამღლელი დღე იყოო.

Monday, July 3, 2017

რეფლექსია მე-4 დღე

 მეოთხე დღის ტრენინგი დავიწყეთ მიზნებისა და სწავლის შედეგების  განხილვით. დეტალურად განვიხიოლეთ თითოეული მონაწილის  ნამუშევრები და მივიღეთ ტრენერის რეკომენდაციები აღნიშნულთანნ დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე ვიმოშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე და განვასხვავეთ ერთმანეთისაგან  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ბოლოს ტექნიკური  საკითხები განვიხილეთ. კერძოდ რა რესურსების გამოყენება შეგვიძლია პროექტის ფარგლებში.ასეთებია: ძირითადად ინტერნეტ რესურსები, ელ-ფოსტა, დისკი , ბლოგი და ა.შ. ვისწავლეტ ვიდეოების ატვირთვა you tube-ზე და გაზიარების სხვადასხვანაირი მეთოდი. დღე იყო შრომატევადი.

Tuesday, June 27, 2017

რეფლექსია მე-3 დღე

 ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ენერგიულად ტექნიკური საკითხის - ინფორმაციის გაზიარების სხვადასხვა მეთოდის შესწავლით. აქვე ვისაუბრეთ ამ პროგრამების გამოყენების უსაფრთხოებაზეც. ვისწავლე ,თუ როგორ გავაზიარო, ჩამოვტვირთო, წავშალო, აღვადგინო ეს ინფორმაციები ამ პროგრამებში. GOOGLE -ის ფოტოების განყოფილებასაც გავეცანით, როგორც ერთ-ერთ დამოუკიდებელ და უსასრულო სივრცეს. ვისწავლეთ YOU TUBE - ზე ვიდეოს ატვირთვა. გავუზიარე ტრენერს ჩემი პროექტის გეგმა. მოხდა მისი განხილვა და  შენიშვნების გათვალისწინებაც. ბოლო ეტაპზე გავეცანით ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც ვაპირებ მომდევნო სამუშაო დღისათვის საშინაო დავალებაზე მუშაობას.

Monday, June 26, 2017

რეფლექსია მე-2 დღე

ტრენინგის  მეორე დღე დავიწყეთ საპროექტო იდეების განხილვით.მონაწილეებმა წარმოვადგინეთ აუდიტორიის წინაშე ჩვენი საპროექტო იდეები.ტრენერმა მოგვცა მითითებები იმასთან დაკავშირებით , თუ როგორ შეძლებოდა ჩვენი იდეების სრიულყოფილად ჩამოყალიბება.მე აუცილებლად გავითვალისწინებ მის მითითებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.შემდეგ ეტაპზე კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენი ძირითადი რესურსის ,,წიგნის" ელექტრონულ ვერსიას და განვიხილეტ მზა პროექტების გეგმები , რესურსები, დამხმარე მასალები და ა.შ.  ტრენინგის ბოლოს განვიხილეთ ტექნიკური საკითხი - თუ როგორ უნდა ავტვირთოთ საჭირო მასალა და ინფორმაცია დრაივზე და ვიმუსავოტ მასსი. დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო.

Friday, June 23, 2017

რეფლექსია 1 დღე

ტრენინგი:   ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება და ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში.
   პირველი  სამუშაო  დღის  დასაწყისში მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ტრნინგის მიზანი და ამოცანები, ვიმუშავეთ ელექტრონულ ფოსტაში, გავეცანით როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე რესურსების ელექტრონულ მისამართებს. ვისწავლეთ ზოგიერთი საჭირო მოქმედებების შესრულება შესაბამის გვერდებზე. დავათვალიერეთ აგრეთვე განხორციელებულინ პროექტები.ზემო აღნიშნულთან დაკავშირებით დაისვა რამოდენიმე შეკითხვა მონაწილე მასწავლებლების მიერ,რომელზედაც მივიღეთ კიდეც ტრენერის ამომწურავი პასუხები. დღე იყო საინტერესო და ნამდვილად გამიჩნდა სურვილი შევქმნა ისეთი  პროექტის რესურსი, რომელიც იქნება საინტერესო და ინფორმაციული.