ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ენერგიულად ტექნიკური საკითხის - ინფორმაციის გაზიარების სხვადასხვა მეთოდის შესწავლით. აქვე ვისაუბრეთ ამ პროგრამების გამოყენების უსაფრთხოებაზეც. ვისწავლე ,თუ როგორ გავაზიარო, ჩამოვტვირთო, წავშალო, აღვადგინო ეს ინფორმაციები ამ პროგრამებში. GOOGLE -ის ფოტოების განყოფილებასაც გავეცანით, როგორც ერთ-ერთ დამოუკიდებელ და უსასრულო სივრცეს. ვისწავლეთ YOU TUBE - ზე ვიდეოს ატვირთვა. გავუზიარე ტრენერს ჩემი პროექტის გეგმა. მოხდა მისი განხილვა და შენიშვნების გათვალისწინებაც. ბოლო ეტაპზე გავეცანით ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც ვაპირებ მომდევნო სამუშაო დღისათვის საშინაო დავალებაზე მუშაობას.
Tuesday, June 27, 2017
Monday, June 26, 2017
რეფლექსია მე-2 დღე
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ საპროექტო იდეების განხილვით.მონაწილეებმა წარმოვადგინეთ აუდიტორიის წინაშე ჩვენი საპროექტო იდეები.ტრენერმა მოგვცა მითითებები იმასთან დაკავშირებით , თუ როგორ შეძლებოდა ჩვენი იდეების სრიულყოფილად ჩამოყალიბება.მე აუცილებლად გავითვალისწინებ მის მითითებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.შემდეგ ეტაპზე კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენი ძირითადი რესურსის ,,წიგნის" ელექტრონულ ვერსიას და განვიხილეტ მზა პროექტების გეგმები , რესურსები, დამხმარე მასალები და ა.შ. ტრენინგის ბოლოს განვიხილეთ ტექნიკური საკითხი - თუ როგორ უნდა ავტვირთოთ საჭირო მასალა და ინფორმაცია დრაივზე და ვიმუსავოტ მასსი. დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო.
Friday, June 23, 2017
რეფლექსია 1 დღე
ტრენინგი: ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება და ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში.
პირველი სამუშაო დღის დასაწყისში მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ტრნინგის მიზანი და ამოცანები, ვიმუშავეთ ელექტრონულ ფოსტაში, გავეცანით როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე რესურსების ელექტრონულ მისამართებს. ვისწავლეთ ზოგიერთი საჭირო მოქმედებების შესრულება შესაბამის გვერდებზე. დავათვალიერეთ აგრეთვე განხორციელებულინ პროექტები.ზემო აღნიშნულთან დაკავშირებით დაისვა რამოდენიმე შეკითხვა მონაწილე მასწავლებლების მიერ,რომელზედაც მივიღეთ კიდეც ტრენერის ამომწურავი პასუხები. დღე იყო საინტერესო და ნამდვილად გამიჩნდა სურვილი შევქმნა ისეთი პროექტის რესურსი, რომელიც იქნება საინტერესო და ინფორმაციული.

Subscribe to:
Posts (Atom)